“ჩვენ ბოლო თვეების
განმავლობაში ვხედავთ,
ვისმენთ ძალიან
შეურაცხმყოფელ
განცხადებებს, მიღებულ
რეზოლუციებს, რომლებიც
გაჯერებულია ტყუილით,
ცილისწამებით,
შეურაცხყოფის მიყენებით,
შანტაჟით. არავის არ
მიეცემა შანტაჟის
შესაძლებლობა,“ - ამის
შესახებ განცხადება
თბილისის მერმა, კახა
კალაძემ გააკეთა.მისი
თქმით, 2028 წლისთვის
ქვეყანას ექნება სხვა
ეკონომიკა, უფრო წინ წასული
იქნება, ყველა პარამეტრით
და 2030 წლისთვის მზად იქნება
გახდეს ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი
ქვეყანა.“ჩვენ არაერთხელ
გვითქვამს, რომ ყველაფერს
ვაკეთებთ, რომ მოხდეს
ქვეყნის ევროინტეგრაცია,
მაგრამ ეს ყველაფერი უნდა
გაკეთდეს ღირსებით და
არავის არ მივცემთ იმის
შესაძლებლობას, რომ
საქართველოსთან
მიმართებაში იყვნენ ისეთ
დამოკიდებულებაში, რასაც
ჩვენ ბოლო თვეების
განმავლობაში ვხედავთ,
ვისმენთ ძალიან
შეურაცხმყოფელ
განცხადებებს, მიღებულ
რეზოლუციებს, რომლებიც
გაჯერებულია ტყუილით,
ცილისწამებით,
შეურაცხყოფის მიყენებით,
შანტაჟით. არავის არ
მიეცემა შანტაჟის
შესაძლებლობა.გავიხსენოთ
არჩევნების წინ
გაკეთებული ევროკავშირის
ელჩის განცხადება, რომ თუკი
საქართველოს ხელისუფლება
არ მიიღებს
გადაწყვეტილებას და არ
გამოიტანს გამჭვირვალობის
კანონს, დახურულია
მოლაპარაკებები,
შეჩერებულია
მოლაპარაკებები. პირდაპირ
ამას გვეუბნებოდნენ. ეს
არის ცრუ პროტესტი,
ყველაფერი ტყუილი. ჩვენ
გვეუბნებიან იმას, რომ 2030
წლამდე ევროკავშირის
გაფართოება ვერ მოხდება.
კარგად გვემის, რომ ყველა
ქვეყანა, ვისაც სურვილი
აქვს გახდეს ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი, რაღაც
კრიტერიუმებია საჭირო, რომ
დააკმაყოფილო. არის
გარკვეული ზღვარი, რომ უნდა
ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა,
რაც მშვიდობის გარეშე
შეუძლებელია... ამიტომ
ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის
ჩვენ გვექნება სხვა
ეკონომიკა, უფრო წინ წასული
ვიქნებით ყველა
პარამეტრით და 2030 წლისთვის
მზად ვართ გავხდეთ
ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი
ქვეყანა. თუ მანამდე უნდათ
მოლაპარაკების გახსნა, აქ
არ ვართ? რა პრობლემაა, ვინ
ამბობს ამაზე უარს, მაგრამ
ეს არ უნდა იყოს შანტაჟის
იარაღი, არავის არ მიეცემა
იმის შესაძლებლობა, რომ
დააშანტაჟოს ქართველი
ხალხი, ჩვენი სახელმწიფო,
როგორც ამას აკეთებდნენ
კანდიდატის სტატუსის დროს.
მაშინ როდესაც ყველა იმ
ქვეყანაზე ყველა
პარამეტრით წინ ვიყავით,
გვაშანტაჟებდნენ და ხალხს
ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კი
იმსახურებთ კანდიდატის
სტატუსს, მაგრამ
ხელისუფლება გყავთ ცუდი.ამ
ყველაფერს აკეთებდნენ
იმისთვის, რომ ქვეყანაში
მოეხდინათ რევოლუცია,
დაპირისპირება,
პოლარიზაცია, დღესაც იგივე
ხდება, უბრალოდ კანდიდატის
სტატუსის მიცემა არ
მიცემის ინსტრუმენტის
მაგივრად, აქვთ სხვა
ინსტრუმენტი, ეს არის
მოლაპარაკებების გახსნა
არ გახსნის თემა. აქ ვართ,
გინდათ მოლაპარაკების
გახსნა? გახსენით, ჩვენ
მზად ვართ, ვინ გიშლით.
მაგრამ ამით რომ
აშანტაჟებთ ხალხს, ეს
კატეგორიულად მიუღებელია
და არავის არ მივცემთ იმის
შესაძლებლობას, რომ
დააშანტაჟოს ჩვენი
ქვეყანა. ყველას მოგიწვეთ
შეგუება, რომ საქართველო არ
არის მხოლოდ ტერიტორია,
საქართველო არის სამშობლო
და ყველამ კეთილი უნდა
ინებოს როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე ქვეყნის
გარეთ, პატივი სცეს ქართველ
ხალხს, პატივი სცეს ჩვენს
კულტურას, ტრადიციებს და
წარსულს,“- აცხადებს კახა
კალაძე.