1992 წლის 14 აგვისტოს
აფხაზეთში განვითარებულ
ტრაგიკულ მოვლენებთან
დაკავშირებით აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარემ,
გიორგი ჯინჭარაძემ,
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარესთან,
ჯემალ გამახარიასთან
ერთად, საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპულ
გმირთა მემორიალი
გვირგვინით შეამკო და მათ
ხსოვნას პატივი
მიაგო.გიორგი ჯინჭარაძის
განცხადებით, 14 აგვისტო
საქართველოს უახლეს
ისტორიაში უმძიმესი და
ტრაგიკული დღეა.„14 აგვისტო
საქართველოს უახლეს
ისტორიაში უმძიმესი და
ტრაგიკული დღეა. მინდა,
პატივი მივაგო ჩვენს
გმირებს, თავდადებულ
მებრძოლებს, ყველა იმ
ადამიანს, ვინც ჩვენი
ქვეყნის გამო, ჩვენი
სამშობლოს
თავისუფლებისთვის თავი
გაწირა და სიცოცხლე
მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.
დარწმუნებული ვარ,
საქართველოს მთავრობის
პრაგმატული,
თანმიმდევრული,
სამშვიდობო პოლიტიკით
ჩვენ აუცილებლად შევძლებთ
ერთიან საქართველოში
ცხოვრებას აფხაზ დებთან და
ძმებთან ერთად“, –
განაცხადა გიორგი
ჯინჭარაძემ.საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპულ
გმირთა მემორიალთან, ასევე,
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილე
გრიგოლ გიორგაძე,
თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე,
გენერალური შტაბის უფროსი,
გენერალ–მაიორი ჯონი
ტატუნაშვილი, აფხაზეთის
მთავრობის წევრები,
უმაღლესი საბჭოს
დეპუტატები, აფხაზეთის
ომის ვეტერანები და
დაღუპულთა ოჯახის წევრები
იმყოფებოდნენ.აფხაზეთში
საომარი მოქმედებების
დაწყებიდან 33 წელი გავიდა.