ჩვენ არაერთხელ
გვისაუბრია, რომ
სანქციების აზრი არის
კონკრეტული შედეგები,
რომელიც დასანქცირებულის
მიმართ იქნება ნეგატიური
გავლენის მქონე და
მასანქცირებლის მიმართ არ
იქნება დამაზიანებელი,
თუმცა საქართველოს
შემთხვევაში საუბარი იყო,
რომ ასეთი ტიპის
სანქციების შემოღება
ცალსახად იქნება
დამაზიანებელი მხოლოდ
საქართველოს
ეკონომიკისთვის,-
განაცხადა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა.„მას
არ შეუძლია რაიმე ტიპის
მნიშვნელოვანი უარყოფითი
გავლენა მოახდინოს
სანქცირებულზე და ეს რა
თქმა უნდა არ არის არც
ქართველი ხალხის და არც
საქართველოს ინტერესებში
არ არის, ამიტომ ასეთი
ტიპის გადაწყვეტილებები
ჩვენი მხრიდან
შეუძლებელია, ჩვენ
გავაგრძელებთ პრაგმატულ
პოლიტიკას.ასევე ხაზს
ვუსვამ, რომ საქართველო
არის საერთაშორისო
თანამეგობრობის
პასუხისმგებლობიანი წევრი
და ძირითადი საერთაშორისო
სანქციების აღსრულებაში
საქართველო იყო და რჩება
სამაგალითო ქვეყანა და
ამიტომ ჩვენ ამ კუთხით
მუშაობას გავაგრძელებთ,
თუმცა ინდივიდუალური
სანქციების შემოღება
იქნება დამაზიანებელი
ქვეყნის ეკონომიკისთვის“, -
აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.ვიზალიბერალიზაცია,
პერსონალური და რუსეთის
წინააღმდეგ სანქციები,
„ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანის
დაცვის“ შესახებ კანონი,
მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლება - ეს ის
საკითხებია, რომლებიც
ევროპარლამენტის
რეზოლუციის პროექტში
აისახა. ევროპელი
კანონმდებლები დოკუმენტზე
მსჯელობას დღეს აპირებენ.