„ასეთი პირები ვერ უნდა იყვნენ პოლიტიკაში“ - თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 5
„ასეთი პირები ვერ უნდა იყვნენ პოლიტიკაში“ - თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე
„ასეთი პირები ვერ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვერ ჯანსაღდება პოლიტიკური ველი“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ვახო ხუზმიაშვილმა თეა წულუკიანს ჰკითხა, შესაძლებელია, თუ არა, დღის წესრიგში დადგეს პოლიტიკაში, „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის აკრძალვა.„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ არის ცალკე, ეს ორი ადამიანი, თუ იმ ფაქტებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, რაც უკვე კონკრეტულმა მსხვერპლებმა კომისიის წინაშე, დოკუმენტებით წარმოადგინეს, ეს არ არის ჩემი მონათხრობი, არც ზღაპარი, არც სიზმარი.ეს არის დოკუმენტები, რომლებიც მათმა მსხვერპლებმა, ბიზნესმენებმა წარმოადგინეს კომისიის წინაშე და ათეულობით სხვა წერილია შემოსული, დოკუმენტებით, ტომები შემოდის ამ ორი ადამიანის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, 2003-2012 წლებში განხორციელებული რეკეტის, ბიზნესების წართმევის, თაღლითობის და სხვადასხვა სავარაუდო ფაქტებზე. ეს მსხვერპლების მიერ მოტანილი ფაქტები და დოკუმენტებია, რომელიც აუცილებლად იქნება დასკვნაში. ეს კვალიფიკაცია, კომისიამ დასკვნაში უნდა მიანიჭოს მათ ქმედებებს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და უკვე გაცხადებულია, ეს არ არის დამალული, რომ ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი, იმ პოლიტიკოსების, პირების, რომლებსაც დღეს თვითონ ვერ გაუგიათ, ხან „ნაციონალია“, არიან შემდეგ ახალია, შემდეგ ძველია, ზოგი ლელოა და ა.შ. პარტიებზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენადაც პოლიტიკოსებზე, რომ ასეთი პირები ვერ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვერ ჯანსაღდება პოლიტიკური ველი. საუბარია იმაზეა, რომ ვისზეც დოკუმენტებით, ფაქტებით დავრწმუნდებით, რომ დააშავა, მას აღარ ჰქონდეს უფლება, რომ მობრუნდეს ხელისუფლებაში და კიდევ მეტი დააშავოს. შეიძლება რომ კიდევ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც, ვითომ ბანკირები იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ადამიანებს ართმევდნენ ბიზნესს, მათი ქცევების შედეგად, არაერთი ოჯახი აღმოჩნდა ციხეში. შესაბამისად, არსებობს ყველანაირი ვარაუდი, დასაბუთებული, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ ავნებს სახელმწიფოს და არაფერს კარგს არ გაუკეთებს. ეს არ არის მარტივი და სასიამოვნო საქმე, მაგრამ ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია, სამწუხაროდ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია