ქართული სახელმწიფო შედგა,
ქართული საზოგადოება
შედგა და ამის ნათელი
მაგალითია, რომ მთელი
პორნოლიბერალური
პოლიტიკური სამყარო არის
შეტევაზე გადმოსული ჩვენს
ქვეყანაზე და ვუგებთ. ჩვენ
პოლიტიკური დიდგორი
მოვუგეთ და გუშინდელი დღე
ამის უკანასკნელი
დასტურია, რომ ეს ომი
დამთავრდა ჩვენი
აბსოლუტური გამარჯვებით, -
განაცხადა კინორეჟისორმა
გოგა ხაინდრავამ რადიო
„იმედის“ ეთერში.„როდესაც
ასეთ ბრძოლაში მონაწილეობ
და ასეთ გადაწყვეტილებებს
(სანქციები) აქვს ადგილი, ეს
ნიშნავს, რომ შენი წვლილი
ამ საქმეში არის
მნიშვნელოვანი. ასეთ
ვითარებაში ეს (სანქცია)
ღირსების ორდენის
ტოლფასია. დამიფასდა ის
რასაც ვაკეთებ და რაშიც
ვმონაწილეობდი, ეს არის
საქართველოს დემოკრატიისა
და სუვერენიტეტის დაცვა“, -
აღნიშნა გოგა
ხაინდრავამ.ვოლოდიმირ
ზელენსკიმ საქართველოს
ხელისუფლების მაღალი
თანამდებობის პირების და
ზოგიერთი რიგითი
მოქალაქის წინააღმდეგ
პერსონალური სანქციები
შემოიღო, დასანქცირებულ
პირთა სიაშია გოგა
ხაინდრავაც.