არცერთ საღად, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს არ აქვს თქვენი ტელევიზიის ეთერში ექსკლუზიურად გასულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი" - ირაკლი კირცხალია "კურიერის" ექსკლუზივზე

Primetime.ge 2 თვის წინ 23
არცერთ საღად, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს არ აქვს თქვენი ტელევიზიის ეთერში ექსკლუზიურად გასულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი" - ირაკლი კირცხალია "კურიერის" ექსკლუზივზე
სადაც კი შავ ფულზეა საუბარი, სადაც კი რაიმე ბინძურ სქემაზეა საუბარი, რა ინფორმაციაც გამოვიდა და ექსკლუზიურად გავიდა თქვენი ტელევიზიის ეთერში, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არცერთ საღად, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს, დამერწმუნეთ, არ აქვს - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიმ განაცხადა.საუბარია "კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე - "მთავარ არხში" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ლაპარაკობს. გიორგი ქურდაძე ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს" სწერს - ის საუბრობს ბოლო ხუთი წლის ოპერაციებზე, მიუთითებს გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომლის ნაწილი უცხოეთშიც არის გაგზავნილი."რაც შეეხება ინფორმაციას შავ ფულზე, ეს ჩემთვის საერთოდ გასაკვირი არ არის. რაზე არის საუბარი წარმოიდგინეთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარეს ჩართული გვყავს ასეთი ძალები, რომელთა შავი ფული, პენსიონერების ნაძარცვი და ბიზნესიდან ამოღებული ფული მათი მმართველობის პერიოდში, მერე შემდეგ ობშორებში გატანილი ამ ყველაფრის ფული - ეს თემები რომ შემოდის მათ რიგებში, ეს ხომ საზოგადოებისთვის არახალია, არც ჩვენთვის, რა თქმა უნდა.სადაც კი შავ ფულზეა საუბარი, სადაც კი რაიმე ბინძურ სქემაზეა საუბარი, აბსოლუტურად ამ სახელი და გვარების, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, რა ინფორმაციაც გამოვიდა და ექსკლუზიურად გავიდა თქვენი ტელევიზიის ეთერში, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არცერთ საღად, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს, დამერწმუნეთ, არა აქვს და ეს არ არის მხოლოდ ერთი თემა, შიგნით ქარტიის ირგვლივ რა ხდებოდა, სიების ირგვლივ რა ხდებოდა, ზუსტად იგივე თავისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიებიები აქვთ გადანაწილებული და აფინანსებენ პირდაპირ ჯარის ნაძარცვი, ჩვენი ბიზნესისგან ნაძარცვი, ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვი ფულით, ამ ყველაფერს აფინანსებენ, თავის ბინძურ პროპაგანადას. შემდეგ თავიანთი ლობისტები ამას ლობირებენ ევროპულ ქვეყნებში და პენსიონერების, ჯარისა და ბიზნესის რეკეტიორებს და მძარცველებს მედიამენეჯერებს არქმევენ. წარმოიდგინეთ, რა დონის ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე და რა გასაკვირია აქ, რომ შავი ფულის გაყოფასთან, გავლენების გადანაწილებასთან და ამ ყველაფერზე იყოს საუბარი მათ ველზე, რასაც კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ველი ჰქვია,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია