“არც მარადონაა, არც მესი და არც რონალდუ” – ვის შედარა ხვიჩა კვარაცხელია ანდრეი არშავინმა ?

Pnews 7 საათი წინ 1
“არც მარადონაა, არც მესი და არც რონალდუ” – ვის შედარა ხვიჩა კვარაცხელია ანდრეი არშავინმა ?

ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი ლეონიდ სლუცკისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრო, სადაც პსჟ-მ “ინტერი” 5:0 დაამარცხა. 

“არსენალის” ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, კვარაცხელია მარადონა არაა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. სწრაფი, ტექნიკური და ჭკვიანია, მისი ხასიათის შესახებ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარიერა კიდევ უფრო განავითაროს.

ჰგავს თუ არა მესისა და რონალდოს? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, თამაშის სტილით ყველაზე მეტად ალექსანდრ გლებს წააგავს. “კვარა” ტიპიური ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს რბილად ატარებს. სხვათა შორის, ასეთი ტიპის ფეხბურთელები ახლა ბევრნი არიან. ხვიჩა თანამედროვე ძლიერი გარემარბია”, – განაცხადა არშავინმა.

The post “არც მარადონაა, არც მესი და არც რონალდუ” – ვის შედარა ხვიჩა კვარაცხელია ანდრეი არშავინმა ? appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია