საქართველოს ხელისუფლებას
არასდროს არ შეექმნება
პრობლემა, რომ ნებისმიერი
ის პროექტი, რომელსაც ასე
შანტაჟით აჩერებენ
დააფინანსოს და ბოლომდე
მიიყვანოს, - განაცხადა
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ არჩილ
გორდულაძემ.გერმანიის
ელჩმა საქართველოში, პიტერ
ფიშერმა 237 მილიონი ევროს
ღირებულების პროექტების
შეწყვეტასთან
დაკავშირებით ინფორმაცია
იქსზე
გამოაქვეყნა.„თავიანთი
ნების გამტარებლებში, რომ
თანხებს ჩაასხამენ, ეს არ
არის ქართველი ხალხის
ინტერესში. ყველამ კარგად
გაითავისოს და გაანალიზოს,
თუ რა განცხადებებს
აკეთებენ და დაიმახსოვრონ
ისიც, რომ საქართველოს
ხელისუფლებას და
მშვიდობიანი პოლიტიკიდან
გამომდინარე ბიუჯეტს
არასდროს არ შეექმნება
პრობლემა, რომ ნებისმიერი
ის პროექტი, რომელსაც ასე
შანტაჟით აჩერებენ
დააფინანსოს და ყველა
პროექტი ბოლომდე
მიიყვანოს. რაც არ უნდა
გვაშანტაჟონ ისევ და ისევ
ცალსახად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ შანტაჟის
მიუხედავად ჩვენ
სიმართლის გზაზე სიარულს
თავს არ დავანებებთ“, -
განაცხადა გორდულაძემ.