არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ ვერ იტანენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ზიზღი აქვთ

Primetime.ge 4 თვის წინ 22
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ ვერ იტანენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ზიზღი აქვთ
ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და რომლებიც მხილებულები არიან პატრონების დავალებების შესრულებაში, საერთო მხოლოდ და მხოლოდ დავალების მიმცემი ჰყავთ და ერთიანდებიან დავალების შესრულების გარშემო. ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ზიზღი აქვთ. მათ ნაგინები, ნალანძღი და მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფაც კი, აქვთ ერთმანეთზე მიყენებული. მიუხედავად ამისა, როდესაც საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, რითაც ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.საუბარია ოპოზიციურ პარტიებში დაწყებულ უთანხმოებაზე, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებით, არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას ეხება.არჩილ გორდულაძის თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს სიხარბემ სძლია.„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პატრონის დავალება ვერ შესრულდება. ნიკა გვარამიას ეყო გონიერება და გაცილებით უფრო ცბიერი ადამიანია და მათ შორის ერკვევა საკანონმდებლო რეგულაციებშიც. და წინასწარ, თავის დაზღვევის მიზნით ისევ და ისევ იმიტომ, რომ თავიანთი მოქმედებით არ გამოსვლოდათ არჩევნების შედეგების აღიარება წინასწარ თქვა უარი. ხოლო სხვა დანარჩენებს, ორი ვარიანტია - ან ეს ცბიერება არ ეყოთ ან უბრალოდ სულმა წასძლიათ და ძალიან ეტკბილათ ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. რეალურად, აქვს არსებობის უფლებას იმ აზრს, რომ ორივე ერთად მოხდა. არც გონიერება ეყოთ და ძალიანაც ტკბილად ჩაიჯიბეს ის თანხებ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.
სრულად წაიკითხეთ სტატია