არჩილ გორდულაძე მიხეილ ყაველაშვილზე: ერთმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ასე ფეხქვეშაა გათელილი უკვე რამდენი ხანია

Primetime.ge 17 საათი წინ 7
არჩილ გორდულაძე მიხეილ ყაველაშვილზე: ერთმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ასე ფეხქვეშაა გათელილი უკვე რამდენი ხანია
29 დეკემბრის მიმართ მოლოდინი გვაქვს ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და რაც ქართველი ხალხის ნება იყო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საუბრისას.„მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ფარგლებში უნდა დადოს ფიცი და ამ ფიცის დადების მომენტიდან ის შეუდგება სრულად უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც თავის თავად დიდი ტვირთიც იქნება მისთვის, რადგან ერთმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა დაუბრუნოს ღირსება იმ ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ფეხქვეშაა გათელილი უკვე რამდენი ხანია და მათ შორის, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის მიერაც.ერთი მხრივ ტრაგიკულიცაა და მეორე მხრივ კომედიის ჟანრშიცაა გადაზრდილი სამწუხარო ქმედებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. თავიანი პატრონების წამქეზებლობით იქამდეც კი არის მისული, რომ სკამსაა ჩაბღაუჭებული.რას გადაწყვეტს სალომე ზურაბიშვილი ნაკლებად საინტერესოა. დიდი ეჭვი არსებობს, მათ შორის დასაბუთებული, რომ სალომე ზურაბიშვილი არც არაფერს წყვეტს, ის იღებს კონკრეტულ დავალებას. ახლა მიღებული აქვს დავალება, რომ როგორმე მუხტი გაზარდოს, მაქსიმალურად შეეცადოს რომ დესტაბილიზაციის დონე იყოს მაღალი. მინდა, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მის პატრონებს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, მათი შედეგი იქნება ნულოვანი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.
სრულად წაიკითხეთ სტატია