არჩილ გორდულაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე: პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად გულშიც კი არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად

Primetime.ge 3 საათი წინ 3
არჩილ გორდულაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე: პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად გულშიც კი არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად
არ შეიძლება კანონის ისეთი უხეში დარღვევა, რასაც ისინი აპირებენ დღეს დღის განმავლობაში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დღეს, თბილისის გასასვლელთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აქციის მონაწილეების მაგისტრალის ბლოკირებას აპირებენ.„არ შეიძლება კანონის ისეთი უხეში დარღვევა, რასაც ისინი აპირებენ დღეს დღის განმავლობაში. კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება არის დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად არც კი დაუშვან და გულშიც კი არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.აღნიშნულ თემაზე განცხადება შსს-მაც გაავრცელა. უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
სრულად წაიკითხეთ სტატია