კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა უარი
განაცხადონ, ოპოზიციასთან
დაკავშირებულ ადგილობრივ
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობაზე, მათი
ოპოზიციასთან კავშირი
დადასტურებულია, ეს არ არის
აღქმებზე დაფუძნებული
პოზიცია, ეს არის ფაქტებით
დადასტურებული
მოცემულობა, რიგ
შემთხვევებში ეს
ადამიანები ოპოზიციური
პარტიების შემომწირველები
არიან, რაც საკმარისი
საფუძველია ვიფიქროთ, რომ
მათი დასკვნა
მიკერძოებული იქნება,
რომელიც დიდი ალბათობით
უკვე დაწერილი და თაროზე
შემოდებულია, - ასე
ეხმიანება ექსპერტი დავით
ჩიხელიძე საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, გივი
მიქანაძის განცხადებას,
რომლის თქმითაც, 25
სექტემბრის მდგომარეობით,
დარეგისტრირებული 49
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციიდან, 26
წარმოადგენს მხარეს და
არის მიკერძოებული.მისივე
თქმით, არჩევნებს
ოპოზიციასთან აფილირებული
არასამთავრობო
ორგანიზაციები
დააკვირდებიან, რაც
სახელმწიფოსთვის დიდი
გამოწვევა არის და აჩენს
საფუძვლიან ეჭვს, რომ
არჩევნების დაკვირვების
პროცესში მრავლად
გავრცელდება არა სიმართლე,
არამედ ოპოზიციისთვის
მისაღები და საარჩევნო
გარემოს დამაზიანებელი
განცხადებები.„ფაქტებით
დადასტურდა, რომ არჩევნებს
ოპოზიციასთან აფილირებული
არასამთავრობო
ორგანიზაციები
დააკვირდებიან, რაც რა თქმა
უნდა სახელმწიფოსთვის
დიდი გამოწვევა არის,
სამწუხაროდ ხშირ
შემთხვევაში საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიების
წარმომადგენლები
ადგილობრივი
ორგანიზაციების დასკვნებს
ეყრდნობიან, ბატონი გივი
მიქანაძის ბრიფინგზე
დეტალურად იყო
წარმოდგენილი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
ოპოზიციასთან კავშირის
ამსახველი ფაქტები, რაც
აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ
არჩევნების დაკვირვების
პროცესში მრავლად
გავრცელდება არა სიმართლე,
არამედ ოპოზიციისთვის
მისაღები და საარჩევნო
გარემოს დამაზიანებელი
განცხადებები.კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა უარი
განაცხადონ, ოპოზიციასთან
დაკავშირებულ ადგილობრივ
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობაზე, მათი
ოპოზიციასთან კავშირი
დადასტურებულია, ეს არ არის
აღქმებზე დაფუძნებული
პოზიცია, ეს არის ფაქტებით
დადასტურებული
მოცემულობა, რიგ
შემთხვევებში ეს
ადამიანები ოპოზიციური
პარტიების შემომწირველები
არიან, რაც საკმარისი
საფუძველია ვიფიქროთ, რომ
მათი დასკვნა
მიკერძოებული იქნება,
რომელიც დიდი ალბათობით
უკვე დაწერილი და თაროზე
შემოდებულია.49
დარეგისტრირებული
ორგანიზაციიდან 26 მჭიდრო
კავშირშია ოპოზიციასთან,
აღნიშნული ციფრი კიდევ
გაიზრდება, რადგან
ადგილობრივი
ორგანიზაციების
დამკვირვებლად
რეგისტრაციის პროცესი
გრძელდება“, - წერს დავით
ჩიხელიძე.