საქართველოს პარლამენტის
არჩევნებს დააკვირდება 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი. მათ შორის
არიან საერთაშორისო
ორგანიზაციების, სხვა
ქვეყნის საარჩევნო
ადმინისტრაციებისა და
საელჩოების
წარმომადგენლები.მათ
შორის: „ეუთოს
დემოკრატიული
ინსტიტუტების და
ადამიანის უფლებების
ოფისის“ (OSCE/ODIHR) 683
დამკვირვებელი, „ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის“
(OSCE PA) 75 დამკვირვებელი,
„ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო
საქართველოში“ - 95
დამკვირვებელი,
„საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტი“
(IRI) - 75 დამკვირვებელი,
„საერთაშორისო საქმეთა
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტი“ (NDI) - 54
დამკვირვებელი, „ნატოს
საპარლამენტო ასამბლეა“ (NATO
PA) - 38 დამკვირვებელი,
„ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეა“- 67
დამკვირვებელი.საარჩევნო
პროცესს გააშუქებს 199
მედიაორგანიზაციის 2 800-ზე
მეტი
წარმომადგენელი.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
ტარდება. მოსახლეობა მე-11
მოწვევის პარლამენტს
ირჩევს. ამომრჩევლები
პარლამენტის 150 დეპუტატს
პროპორციული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე ოთხი
წლის ვადით აირჩევენ.
საქართველოს პარლამენტის
წევრთა მანდატები
განაწილდება იმ პოლიტიკურ
პარტიებზე, რომლებიც
არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ნამდვილი
ხმების 5 პროცენტს მაინც
მიიღებენ.2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებში 18
პოლიტიკური სუბიექტი
მონაწილეობს.ამომრჩეველთა
ერთიან სიაში 3 508 29
ამომრჩეველია.