არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 96
არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს - მამუკა მდინარაძე
2020-ში 150-კაციანი სია გვქონდა. ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის [პარლამენტიდან], - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ცესკოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესახებ საკმაოდ რეალისტურია.„არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს [შედეგი]. ვიღაცას შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია ოპოზიციიდან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერ გადალახავს ბარიერს და ჩვენ მივიღებთ დაახლოებით იმ რეიტინგს, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ რეალისტურია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, - განაცხადა მდინარაძემ.„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა.
სრულად წაიკითხეთ სტატია