
პარლამენტის შენობის წინ სამი ადამიანის დააკავეს, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სტუდენტებიც არიან, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე აქციას მართავენ.
როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, ისინი კიბეებთან მცირე სკამების დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.