არაფერია გასაკვირი იმაში,
რომ გახარიას პარტიას მისი
წევრები ტოვებენ, - ასე
გამოეხმაურა საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, დავით
მათიკაშვილი გახარიას
გუნდიდან კიდევ ერთი
წევრის წასვლის
ფაქტს.„არაფერია
გასაკვირი იმაში, რომ
გახარიას პარტიას ტოვებენ
მისი წევრები, რადგან
ღალატის ტყუილისა და
სიცრუის მორევში, სადაც
გახარია ამყოფებს ამ თავის
მცირერიცხოვან
მხარდამჭერებსა და
პარტიის წევრებს,
ბუნებრივია, იქ გაძლება
საკმაოდ რთულია. ამიტომ
ასეთი ფაქტი კიდევ თუ
იქნება, ნურავის
გაუკვირდება“, - განაცხადა
მათიკაშვილმა.„გახარია-საქართველოსთვის“
პარტიის წევრმა, ირაკლი
ჩხაიძემ გახარიას პარტია
დატოვა - ჩხაიძე 2021 წლის
თვითმმართველობის
არჩევნებზე სიის მეოთხე
ნომერი იყო.