"არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის დაფინანსება ზედმეტად გაუმჭვირვალეა, გაურკვევლობის მიზეზი ის არის, რომ ამ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია" - ლაიმა ანდრიკიენე

Primetime.ge 1 კვირა წინ 1
"არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის დაფინანსება ზედმეტად გაუმჭვირვალეა, გაურკვევლობის მიზეზი ის არის, რომ ამ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია" - ლაიმა ანდრიკიენე
 თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა სკანდალი ევროკავშირის გარშემო, რომელიც არასამთავრობოების გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეხება. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.სკანდალური ჟურნალისტური მასალა გერმანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. მაუწყებლის ცნობით, ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ და მისმა წევრმა ლაიმა ანდრიკენემ დასკვნა გამოაქვეყნა.დოკუმენტის თანახმად, დაუდგენელია რა თანხები, რა მიზნებით და რომელ არასამთავრობოებს ერიცხებოდა.ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წევრი, ლაიმა ანდრიკიენე ამბობს, რომ ევროკავშირის დაფინანსება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ იყო მიმართული, სრულიად გაუმჭვირვალეა."არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის დაფინანსება ზედმეტად გაუმჭვირვალეა. გაურკვევლობის მიზეზი ის არის, რომ ამ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია და შესაბამისად არასანდო. საქმე წვრილმანებს არ ეხება, 2021-23 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შვიდ მილიარდ ევროზე მეტი მიიღეს, ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისთვის, როგორიცაა თანადგომა, კვლევა, მიგრაცია და გარემოს დაცვა," - წერს ლაიმა ანდრიკიენე.
სრულად წაიკითხეთ სტატია