არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ლობიზმში. რაც ყველაზე ცუდია ასევე, მათი მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა ხოლმე - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 20
არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ლობიზმში. რაც ყველაზე ცუდია ასევე, მათი მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა ხოლმე - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე
 ეს სიახლე არ არის და მერწმუნეთ, რომ ასეთი ამბები კიდევ უფრო მეტი გაცხადდება ახლო მომავალში, ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას.მისი თქმით, ბოლო პერიოდში ყველა ხედავდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულები იყვნენ მათთვის არასასურველი ადამიანების გაშავებით.„ყველა მეტ-ნაკლებად გარკვეული ან ჩართული ადამიანი პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო წლებში ხედავდა, რომ თანხები აშკარად არამიზნობრივად იხარჯებოდა და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ჩართული იყვნენ უფრო მეტად ლობიზმში. რაც ყველაზე ცუდია ასევე, მათი მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა ხოლმე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზესხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად კი,დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია