არანაირი მოლოდინი არ
მაქვს, რომ იმ
გაერთიანებაში, რაც
ოპოზიციურ ფლანგზე
ჩამოყალიბდა, შეუძლიათ
რაიმე საერთო
გადაწყვეტილებებზე
შეჯერდნენ. მიუხედავად
იმისა, რომ იდეურად ეს არის
პოლიტიკური გუნდი, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე გიორგი კახიანმა
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.„ეს ქარტია
ნამდვილად არის
სამართლებრივი და
პოლიტიკური აბსურდი. ამ
ქარტიის იდეა ის არის, რომ
„კოლექტიურმა
ნაციონალურმა მოძრაობამ“
გაიმარჯვოს, მაგრამ ეს არ
მოხდება. არჩევნების
შემდეგ ეს მოცემულობა აღარ
გვექნება, რადგან ეს გუნდი
ხელისუფლებაში ვერანაირად
ვერ მობრუნდება და
შესაბამისად არც
მთავრობის ფორმირების
მათეულ ხედვაზე და მოდელზე
იქნება საუბარი.ყველაფერი
ისე მოხდება, როგორც ამას
კონსტიტუციური
კანონმდებლობა მოითხოვს
და ამას გააკეთებს ის
გუნდი, რომელიც იქნება
საპარლამენტო
უმრავლესობაში
წარმოდგენილი. რა თქმა უნდა
ეს იქნება „ქართული
ოცნება“ და ჩვენ
მთავრობასაც
დავაკომპლექტებთ და
ქვეყნის მშენებლობასაც
გავაგრძელებთ, როგორც ამას
აქამდე ვაკეთებდით“, -
აღნიშნა გიორგი
კახიანმა.სალომე
ზურაბიშვილმა გერმანიაში
ვიზიტის დროს
დიასპორასთან შეხვედრისას
„ქართულ ქარტიაზე“
ისაუბრა, სადაც
პრაქტიკულად დაამტკიცა,
რომ პარტიებმა ქარტიას
ხელი სწორედ ევროპელი
პარტნიორების დახმარებით
მოაწერეს.