პოლიტიკური დისკუსიის
საგანია ევროკომისიის
რეკომენდაციები - "ქართული
ოცნება" სვამს კითხვას, რა
კავშირშია ოჯახური
ღირებულებების და
არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ კანონი უვიზო
რეჟიმის გაუქმებასთან?! -
რვა პუნქტს შორის, რომლის
შესასრულებლად
ხელისუფლებას დრო
აგვისტოს ბოლომდე აქვს,
ერთ-ერთი ეხება აღნიშნული
კანონის და FARA-ს ანალოგის
გაუქმებას. ეს მოთხოვნა
"ქართული ოცნების"
ლიდერებისთვის
გაუგებარია, ელოდებიან
დამატებით განმარტებას,
მათ შორის, ევროკავშირის
ელჩისგან.აღნიშნულ
საკითხზე შეფასებები
კეთდება ოპოზიციაშიც. მათი
თქმით, ევროკომისიის
რეკომენდაციები ადამიანის
ფუნდამენტურ უფლებებს
ეხება."ეს საკითხები ეხება
ადამიანის ფუნდამენტურ
უფლებებს, რომ არავინ არ
იყოს დაჩაგრული, რაც არ
უნდა, ჩვენგან
განსხვავებული იყოს და
განსხვავებულად
ფიქრობდეს. ეს არის
ფუნდამენტური პრინციპები.
დანარჩენი, ჩვენი ქვეყანა
უნდა იყოს ისეთი, როგორიც
უნდა იყოს ჩვენი
ტრადიციებისა და ჩვენი
რწმენის შესაბამისად.
არავინ არაფერს არ
გვაიძულებს, არავინ
არაფერს არ გვაძალებს. ჩვენ
იმედი გვაქვს, რომ
ქართველებს
შეუნარჩუნდებათ
ევროკავშირში უვიზოდ
მიმოსვლის შესაძლებლობა," -
აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.