არ მგონია, პოლონეთს დრო ჰქონდეს, საქართველოს პროცესები შეაფასოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენ გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა -გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 52
არ მგონია, პოლონეთს დრო ჰქონდეს, საქართველოს პროცესები შეაფასოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენ გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა -გურამ მაჭარაშვილი
არ მგონია, ახლა პოლონეთს დრო ჰქონდეს, საქართველოს პროცესები შეაფასოს. თავად ევროკავშირში, ბიუროკრატიაშია სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა და იმედი გვაქვს, მოგვიანებით შემოგვიერთდება“.„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკავშირს პირდაპირ უსამართლობაში ადანაშაულებს. აბა, ამერიკის პრეზიდენტი გააკრიტიკონ, პოლონეთი ხომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა? – ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა, ეს პირდაპირ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და რატომ არაფერს ამბობენ? – ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია