„არ მგონია, ევროპის საბჭომ, თუნდაც „სახალხო პარტიის“ გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვას“ - გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე

Primetime.ge 3 თვის წინ 11
„არ მგონია, ევროპის საბჭომ, თუნდაც „სახალხო პარტიის“ გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვას“ - გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე
"ქართული ოცნების" დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ოპოზიციის მოთხოვნას, მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესების ღალატს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდში იმედოვნებენ, რომ ასამბლეა ნეგატიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს."არგუმენტები იმდენად ძლიერია, რომ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ ევროპის ამ სტრუქტურამ თავი შეირცხვინა ხალხის წინაშე, კონკრეტულად ქართველი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ დაუშვას ევროპის საბჭომ, თუნდაც "სახალხო პარტიის" გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან გარდა უსაფუძვლობისა და უსამართლობისა, ეს იქნება სერიოზული დანაკარგი ევროპის ამ სტრუქტურის ავტორიტეტისთვის", - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ანგარიში მოამზადოს და ის კენჭისყრაზე დააყენოს. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ პარტიას - "იპიპის" წარმოადგენს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობენ, რომ ქართველი ამომრჩევლის ინტერესების დაცვისათვის ყველაფერს აკეთებენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია