ანტიამერიკულ ნაბიჯებს ვდგამთ არა ჩვენ, არამედ თავად აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ცდილობენ, ოპოზიციას საარჩევნოდ რამენაირად საკენკები გადაუგდონ - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 79
ანტიამერიკულ ნაბიჯებს ვდგამთ არა ჩვენ, არამედ თავად აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ცდილობენ, ოპოზიციას საარჩევნოდ რამენაირად საკენკები გადაუგდონ - გურამ მაჭარაშვილი
ანტიამერიკულ ნაბიჯებს ვდგამთ არა ჩვენ, არამედ თავად დღევანდელი ადმინისტრაცია, ცდილობენ, ოპოზიციას საარჩევნოდ რამენაირად საკენკები გადაუგდონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი ნაბიჯები, მით უფრო მოიმატებს „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.„საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში ლოგიკა არ არსებობს, რადგან ანტიდასავლური რიტორიკა მაშინ არ იყო, როცა მოწვევა დაწერეს? მოწვევა საქართველოს ხელისუფლებას ხომ არ უთხოვია? თავიანთი ინიციატივა იყო და შემდეგ თავად გააუქმეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ბოლო წლებში ვამბობთ, რომ ანტიამერიკულ ნაბიჯებს ჩვენ კი არ ვდგამთ, სამწუხაროდ – თავად დღევანდელი ადმინისტრაცია. ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების ფასად, ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით მსოფლიო მშვიდობას ვიცავდით, ისინი კი სტუმარ-მასპინლობის წესსაც კი არ იცავენ. რეალობა ეს არის. უნდოდათ, მიზანი ყოფილიყო დასჯა, მაგრამ ასეთი „დასჯები“ კონტრპროდუქტიულია და პირიქით მოქმედებს. რაც უფრო მეტი ასეთი არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი ნაბიჯი იქნება გადადგმული, მით უფრო მოიმატებს ჩვენი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საქართველოს მიმართ ასეთ შეურაცხყოფას არავინ აიტანს და არ გაამართლებს იმას, რომ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციამ შეურაცხყოს. რა თქმა უნდა, მიზანი ვერ შედგა და ვერც შედგება, რადგან ქართული მენტალიტეტი დაფუძნებულია სტუმარ-მასპინძლობაზე, დამოუკიდებლობაზე, პარტნიორობაზე და არა მონობასა და ვასალურ დამოკიდებულებაზე. გვინდა მშვიდობა და ტრადიციების შენარჩუნება. ადმინისტრაცია ამბობს, რომ აქ უნდა მთავრობა, რომელიც ომს დაიწყებს და ტრადიციებს გააუქმებს, მწვანე შუქს აუნთებს ლგბტ პროპაგანდას. საზოგადოება რომელ მხარეს იქნება, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
სრულად წაიკითხეთ სტატია