ანრი ოხანაშვილი სუსის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ

Primetime.ge 2 საათი წინ 5
ანრი ოხანაშვილი სუსის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ
მმართველი პარტიის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველანაირი სცენარისთვის არის მზად.„ის საფრთხეები, რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი არსებითია. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად მყისიერი და ადეკვატური იქნება რეაგირება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია