ანრი ოხანაშვილი პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე: ამ ყველაფერში ყველაზე მძიმეა, რომ რადიკალებში არც ერთი აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს დამოკიდებულება არ შეეფერება ჩვენს ქვეყანას

Primetime.ge 2 თვის წინ 114
ანრი ოხანაშვილი პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე: ამ ყველაფერში ყველაზე მძიმეა, რომ რადიკალებში არც ერთი აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს დამოკიდებულება არ შეეფერება ჩვენს ქვეყანას
ყველაზე მძიმე არის ის, რომ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს თავს რომ იწონებენ სამშობლოს სიყვარულით, მათ შორის არც ერთი აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს დამოკიდებულება არ შეეფერება ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ არიან ეს ხალხი უსამშობლოები, რომ მათ არ აქვთ განცდა სამშობლოსი და არ შესტკივათ გული ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრემიერისთვის ბაიდენის მიერ მიწვევის გაუქმებაზე საუბრისას.„ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ არის პრიმიტიული და მეორე მხრივ- არასერიოზული, მით უმეტეს იმ „ახსნის“ შემდგომ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჯერ მიიწვიეს და შემდგომ (მათი გაგებით), ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე თურმე გაიგეს და ამის გამო არ მიიპატიჟეს. ასე მოექცე ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნის პრემიერ, ეს ნიშნავს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი და ეს წარმოაჩენს დამოკიდებულებას ჩვენი ხალხისადმი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.
სრულად წაიკითხეთ სტატია