იუსტიციის მინისტრი ანრი
ოხანაშვილი, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის
ხელმძღვანელ ნიკა
ცხვარაშვილთან ერთად, №11
(არასრულწლოვანთა)
დაწესებულებას
ესტუმრა.იუსტიციის
მინისტრმა არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს და
დაწესებულების
თანამშრომლებს დამდეგი
შობა-ახალი წელი მიულოცა და
საჩუქრები გადასცა.„ანრი
ოხანაშვილმა შეხვედრაზე
ხაზი გაუსვა
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
მნიშვნელობას და აღნიშნა,
რომ აღნიშნული
მიმართულებით იგეგმება
მათ საჭიროებებზე
მორგებული ახალი
პროგრამების დანერგვა.
ასევე, მან დაწესებულების
თანამშრომლებს
სამსახურებრივი
მოვალეობის
კეთილსინდისიერად
შესრულებისთვის მადლობა
გადაუხადა. იუსტიციის
მინისტრი №11 დაწესებულების
ინფრასტრუქტურასაც
გაეცნო, მათ შორის,
დაათვალიერა განახლებული
სპორტული მოედანი, სადაც
არასრულწლოვანები
ვარჯიშობენ და ჩართული
არიან სხვადასხვა სპორტულ
აქტივობებში“, –
აღნიშნულია იუსტიციის
სამინისტროს
ინფორმაციაში.