ანაკლიის პორტის პროექტის
პირველი ფაზის სამუშაოები
2029 წლისთვის დასრულდება და
პირველ გემებს ანაკლიის
პორტი სწორედ 2029 წლისთვის
მიიღებს, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
სამუშაოები უკვე იწყება,
გაფორმებულია
ხელშეკრულება
ჩინურ-სინგაპურულ
კონსორციუმთან, ხოლო
ბელგიური კომპანია
დაიწყებს მუშაობას
უშუალოდ პორტის
გაღრმავებაზე.„პირველ
გემებს ანაკლიის პორტი
სწორედ 2029 წლისთვის
მიიღებს. 600 ათასი
კონტეინერი წელიწადში ეს
იქნება ამ პორტის
გამტარობა და 600 მილიონი აშშ
დოლარის ინვესტიცია
ჩაიდება მხოლოდ პირველი
ფაზის განმავლობაში.
ეკონომიკური ზრდისთვის
ესეც უმნიშვნელოვანესი
პროექტია“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.მისივე
თქმით, ახლო მომავალში
ბოლომდე იქნება მიყვანილი
რკინიგზის მოდერნიზაციის
პროექტი, რაც
დაკავშირებადობის
განსავითარებლად
მნიშვნელოვანია.„გამტარუნარიანობა
გაიზრდება 27 მილიონი
ტონიდან 48 მილიონ ტონამდე.
ეს პროექტიც საკვანძო
მნიშვნელობისაა ჩვენი
სატრანზიტო ფუნქციის
განსავითარებლად“, -
აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.