სამეგრელოში უკვე
დაწყებული ჰქონდათ
კამპანია, შეგიძლიათ იმ
ადამიანის
ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ,
ვინც საკრებულოში უნდა
ჰყავდეთ და ნახავთ, რომ
უკვე ორი თვეა კამპანია
აქვს დაწყებული,
სოფელ-სოფელ დადის და
ჩვეულებრივ, კამპანიას
ატარებს "ლელოს"
წარმომადგენელი, - ამის
შესახებ "ნაციონალური
მოძრაობის" წევრმა, ანა
წითლიძემ,
თანაპარტიელებთან, ლევან
სანიკიძესა და ირაკლი
ფავლენიშვილთან ერთად,
ფეისბუქლაივის დროს
განაცხადა.მან "ლელო"
მოსყიდვაში დაადანაშაულა
და აღნიშნა, რომ
ხაზარაძე-ჯაფარიძის
პარტიის წარმომადგენლები
"ჩემოდნით დადიოდნენ" და
"ნაცმოძრაობის" წევრებს
სთავაზობდნენ, მათ გვერდით
დამდგარიყვნენ, ფული კი
იმდენი ექნებოდათ,
რამდენიც
დასჭირდებოდათ."ამაში ხომ
იტყუებოდნენ და რომ ვიძახი,
ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი,
იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს
ადამიანებთან, ლიდერები
ვინც გვყავს, სოფლებში? ასე
ეუბნებოდნენ "ლელოს"
წარმომადგენლები, რომ
"ნაცები" მაინც
მონაწილეობას არ იღებთ, ან
ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი
კანდიდატი იყავით და ფული
გვაქვს ულევი; რამდენიც
გინდათ და რამდენიც
დაგჭირდებათ, ამ
ყველაფერში, იმდენი
გექნებათ - და უკაცრავად,
მოსყიდვა სხვა რა არის?" -
განაცხადა ანა წითლიძემ.