არალეგიტიმურმა,
თვითმარქვია და
ძალადობრივმა რეჟიმმა
დააანონსა, რომ აპირებენ,
ცვლილებები შეიტანონ
კანონში, რომლის
საფუძველზეც საქართველოში
პოლიციელი დაინიშნება არა
კონკურსის წესით და
შესაბამისი კვალიფიკაციის
შემოწმების რაიმე
სათანადო პროცედურით,
არამედ ერთპიროვნულად,
მინისტრის მიერ, – ამის
შესახებ „ლელოს“ წევრმა,
ანა ნაცვლიშვილმა
განაცხადა.მისი თქმით, ეს
ყველაფერი ადასტურებს, რომ
სისტემა შევიდა კრიზისში,
მათ აღარ ჰყავთ ადამიანური
რესურსი.„შეგახსენებთ, ეს
ის შს მინისტრია, რომელიც
თავადაც მინისტრად არის
დანიშნული მხოლოდ და
მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით.
ეს ის ადამიანია, რომელიც 12
დღეა, დამალულია მაშინ,
როდესაც მისი
პასუხისმგებლობის ქვეშ
მყოფი უწყება საქართველოს
მოქალაქეების წინააღმდეგ
აწარმოებს მასობრივ
ტერორს, ძალადობას და
უხეშად არღვევს
საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებებს.
ეს ყველაფერი ადასტურებს,
რომ სისტემა შევიდა
კრიზისში, მათ აღარ ჰყავთ
ადამიანური რესურსი,
რომელიც ხელს მოაწერს იმ
უკანონობაზე და
ძალადობაზე, რასაც
ხელისუფლებად წოდებული
უკანონო, თვითმარქვია
რეჟიმი ამ ადამიანებს
აიძულებს. სისტემის
კრიზისში შესვლა
განაპირობა საქართველოს
მოქალაქეების პრინციპულმა
სამართლიანმა პროტესტმა
კონსტიტუციური
გადატრიალების
წინააღმდეგ, რომელიც რუსი
ოლიგარქის და მის
დაქვემდებარებაში მყოფი
ძალადობრივი დაჯგუფებების
მხრიდან განხორციელდა
საქართველოს და ქართველი
ხალხის წინააღმდეგ. ეს არის
კარგი. ეს ნიშნავს რომ
სისტემის კრიზისი
აუცილებლად დასრულდება ამ
სისტემის სრული ჩამოშლით,
ახალი არჩევნებით,
ხელისუფლების ცვლილებით
და რეალური ცვლილებებით
ძალოვან უწყებებში.ძალიან
მნიშვნელოვანია
რეფორმები, რათა
საქართველოს თითოეული
მოქალაქისთვის პოლიციელი
ასოცირდებოდეს კანონთან
და არა უკანონობასთან,
უფლებების დაცვასთან და
არა ძალადობასთან,
რეპრესიებთან. ასეთ
საქართველოს ჩვენ
აუცილებლად მივაღწევთ.
იდევ ერთხელ მინდა,
მოვუწოდო ყველას, ვისაც
დღეს აცვია მუნდირი, ნუ
წახვალთ საკუთარი ხალხის
და ქვეყნის წინააღმდეგ, ნუ
დაემორჩილებით უკანონო
მითითებებს, რომლებსაც
გაძლევენ. თქვენ იცით, რა
არის თქვენი საქმე, თქვენი
საქმე არის კანონის დაცვა
და არა უკანონო
ძალადობრივი მოქმედებების
განხორციელება. ახალ,
რეფორმირებულ პოლიციაში
მოძალადეების ადგილი აღარ
იქნება, მაგრამ ეს სისტემა
დაეყრდნობა ყველა იმ
ადამიანს, რომლისთვისაც
მუნდირი და პოლიციელის
სტატუსი ნიშნავს კანონის
და უფლებების დაცვას“, –
აღნიშნა
ნაცვლიშვილმა.კანონპროექტის
მიხედვით, შინაგან საქმეთა
მინისტრს უფლებამოსილება
ექნება, პოლიციაში
სამუშაოდ პირი სპეციალური
კონკურსის გარეშე მიიღოს.
„პოლიციის შესახებ“
კანონში დაგეგმილი
ცვლილებების მიხედვით, შს
მინისტრს შეეძლება,
საკუთარი ბრძანებით,
კონკურსის გარეშე
პოლიციაში მიღების წესი და
პირობებიც განსაზღვროს.