ანა დოლიძე - მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორს, მას აქვს საშუალება, მზია ამაღლობელი მოინახულოს

Primetime.ge 3 თვის წინ 65
ანა დოლიძე - მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორს, მას აქვს საშუალება, მზია ამაღლობელი მოინახულოს
მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის განყოფილების დირექტორს, მას აქვს საშუალება, მზია ამაღლობელი მოინახულოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ყველანაირი ზომა უნდა იქნას მიღებული და გაერო-ს შეუძლია, ამ საკითხში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს.„ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება. ორმოცდაათი პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს ინფორმაცია იურისტებისგან. მე-16 დღეა შიმშილობს და 16-დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის არის საშიში და ძალიან დიდი დარტყმა. დღეს მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც არის გაერო-ს ნაწილი. საქართველო არის გაერო-ს წევრი, ყოველ წელს ორასი ათასს დოლარს იხდის საქართველო, რომ იყოს გაერო-ს წევრი და რაღაც გვჭირდება ამ შემთხვევაში.ჯანმოს ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ჰანს კრუგე და დღეს მას მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. მას აქვს საშუალება, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაერო-ს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია, ელემენტარული ჩარევაა, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არაა, საგანგაშო ვითარებაა, ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც აქვს ბერკეტები, სამედიცინო თვალსაზრისით ამ საკითხში ჩაერიოს“, – განაცხადა დოლიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია