ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში - თამარ ჩერგოლეიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 24
ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან, ამით ქვეყანაში კრიზისის განცდა იქმნება.მისი განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რათა, ცვლილებებს მიაღწიონ. ამასთან ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებამდე ერთადერთი პროპორციული ძალა მათ წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური შეზღუდვების გამოყენებაა."ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც ჩვენ შეიძლება რეჟიმის ცვლილებამდე მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუწესდეთ როგორც სავიზო შეზღუდვები, ისე ფინანსური შეზღუდვები. და ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში და პროტესტი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს მივაღწიოთ." - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პარტიამ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმ თანამდებობის პირთა სია გადასცა, ვინც ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებს და სისტემატურად არღვევს მოქალაქეების უფლებებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია