17 დეკემბრიდან 19
დეკემბრამდე საქართველოში
კვლავ მოსალოდნელია
დროგამოშვებით ნალექი,
მთაში და მაღალმთაში ზოგან
ძლიერი თოვა და ქარბუქი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6
ბალიანი შტორმი, -
ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
მოსალოდნელმა ნალექებმა
დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია
წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება,
პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები,
გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა.
(საფრთხის დონე საშუალო).