გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 17
დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე
საქართველოში კვლავ
მოსალოდნელია
დროგამოშვებით ნალექი,
მთაში და მაღალ მთაში ზოგან
ძლიერი თოვა და ქარბუქი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6
ბალიანი
შტორმი.„მოსალოდნელმა
ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები,
გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა.
(საფრთხის დონე საშუალო)“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.