ამინდი მკვეთრად გაუარესდება

Primetime.ge 10 საათი წინ 13
ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი.  სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.„იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 1-6 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში - -4 +1 გრადუსი. კვლავ დაბალი რჩება ტემპერატურა თბილისში.დასავლეთ საქართველოში კვლავ შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო მასის ახალი ნაკადი, რომელიც ამინდის პირობებს კვლავ გააუარესებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ისევ თოვლს ველოდებით. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, სადაც ქარის სიჩქარემ შესაძლოა, დროგამოშვებით, წამში 30 მეტრსაც მიაღწიოს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა, თამარ გულედანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია