გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით,
თბილისში 17 იანვარს
მოსალოდნელია უმეტესად
უნალექო ამინდი,
დროგამოშვებით იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ძლიერი
ქარი.ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8 +10 გრადუსი
დაფიქსირდება სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):
მოსალოდნელია წვიმა,
ჰაერის ტემპერატურა 17
იანვარს +6,+8 გრადუსამდე
დაიწევს.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი): მოსალოდნელია
წვიმა, ჰაერის ტემპერატურა
დღისით 17 იანვარს +5,+7
გრადუსამდე
დაიწევს.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რეგიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): მოსალოდნელია
ნალექი, უმეტესად თოვლის
სახით, ჰაერის ტემპერატურა
16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე
დაიწევს.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რეგიონებში (მესტია,
ბახმარო): 17 იანვარს
მოსალოდნელია თოვლი,
შესაძლებელია ნისლი და
ქარბუქი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +1+3
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): შესაძლებელია
წვიმა, 17 იანვარს ზოგან
იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +7 +9 გრადუსის
ფარგლებში
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო):
მოსალოდნელია უმეტესად
უნალექო ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +7,+9,
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რეგიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): მოსალოდნელია
ნალექი უმეტესად თოვლის
სახით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +3+5 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რეგიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): მოსალოდნელია
თოვლი, ზოგან შესაძლებელია
ნისლი და ქარბუქი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით -1,+1
გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.