„მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლადშესვენებულთა… ლაშა, ელისაბედი, თამარი, მარიამი…“ – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

Primetime.ge 2 საათი წინ 2
„მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლადშესვენებულთა… ლაშა, ელისაბედი, თამარი, მარიამი…“ – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებზე
რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემზარავი ტრაგედია 20 აგვისტოს მოხდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა:„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.  წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლადშესვენებულთა – ლაშას, ელისაბედის და თამარის სულის საოხად.„მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა, რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებულნი მონანი და მხევალნი ღმრთისანი: ლაშა, ელისაბედი, თამარი და მარიამი, და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.“
სრულად წაიკითხეთ სტატია