საინვესტიციო ფონდი BlackRock-ის
მიერ ქართულ ბაზარზე კიდევ
ერთი ტრანზაქციის
განხორციელებას ეხმიანება
სოციალურ ქსელში „ხალხის
ძალის“ წევრი დავით
ქართველიშვილი. როგორც
ექსპერტი წერს, ეს
მნიშვნელოვანი ოპერაციაა,
რომელიც ფონდმა
განახორციელა.დავით
ქართველიშვილი წერს, რომ
BlackRock, რომელიც ამჯერად „TBC
ბანკის“ აქციების წილის
მფლობელი გახდა, აქამდე
ფლობდა სს „Bank of Georgia“-ს
აქციებს და მის მსხვილ
აქციონერად
ითვლებოდა.„ამერიკული
საინვესტიციო ფონდი BlackRock
ორივე სისტემურად
მნიშვნელოვანი ქართული
კომერციული ბანკის
აქციონერი გახდა. ამ
ფინანსურმა გიგანტმა,
რომელიც მსოფლიოში უდიდეს
ფინანსურ ინსტიტუტად
ითვლება, ქართული სს „TBC
ბანკის“ აქციების 5.02%
შეიძინა. ეს ტრანზაქცია
ლონდონში 2025 წლის 12 მაისს
შედგა. როგორც Georgian Business Consulting
იტყობინება, ლონდონის
საფონდო ბირჟაზე ბოლო დროს
გამართული ვაჭრობისას, BlackRock
Inc.-მა პირდაპირი შესყიდვის
გზით შეიძინა TBC Bank Group, PLC-ის (TBC
PLC) აქციების 4.02%, ასევე კიდევ
1% ფინანსური
ინსტრუმენტების სახით.
შედეგად, BlackRock-ს საკუთრება
გახდა JSC CB TBC Bank-ის აქციების 5.02%.
აღსანიშნავია, რომ
რამდენიმე წლის წინ BlackRock
უკვე გახდა კიდევ ერთი
ქართული კომერციული
ბანკის, სს „Bank of Georgia“-ს
მსხვილი აქციონერი“, - წერს
დავით ქართველიშვილი.