ამერიკულმა ტექნოლოგიურმა
კომპანიამ, აღმასრულებელი
დირექტორი ენდი ბაირონი
სამსახურიდან
გაათავისუფლა მას შემდეგ,
რაც Coldplay-ის კონცერტზე
რომანტიკულ სკანდალში
გაეხვა, ვიდეო კი სოციალურ
ქსელებში ვირუსულად
გავრცელდა.ამის შესახებ
ინფორმაციას BBC-ი
ავრცელებს.ვიდეოში,
რომელიც თავდაპირველად
მასაჩუსეტსის შტატის
ფოქსბოროში, სტადიონის
გიგანტურ ეკრანზე
გამოჩნდა, წყვილი
ერთმანეთს ეხვევა, თუმცა
ეკრანზე გამოჩენის შემდეგ
კამერას ემალებიან.Coldplay-ის
წამყვანმა ვოკალისტმა,
კრის მარტინმა, წყვილის
დამალვის ნახვის შემდეგ,
მაყურებელს უთხრა: "ან
რომანი აქვთ, ან უბრალოდ
ძალიან მორცხვები
არიან".TikTok-ზე
გამოქვეყნებულმა
თავდაპირველმა ვიდეომ
მილიონობით ნახვა
დააგროვა. შემდეგ ის
სხვადასხვა პლატფორმაზე
გავრცელდა.მომხდარიდან
ორი დღის შემდეგ, კომპანიამ
X-ზე დაადასტურა, რომ მისი
აღმასრულებელი დირექტორი
ენდი ბაირონი
გაათავისუფლეს. Astronomer-მა
განცხადება
გაავრცელა:"Astronomer-ი ერთგულია
იმ ღირებულებების და
კულტურის, რომლებიც ჩვენი
დაარსების დღიდან გვაქვს.
დირექტორთა საბჭომ ამ
საკითხთან დაკავშირებით
ოფიციალური გამოძიება
დაიწყო და დამატებითი
დეტალები ძალიან მალე
გვექნება,"- ნათქვამია
განცხადებაში.Astronomer-ის - 1.3
მილიარდ დოლარზე მეტად
შეფასებული პროგრამული
უზრუნველყოფის კომპანიის
აღმასრულებელი დირექტორი
ენდი ბაირონი
დაქორწინებულია. ის ფირმას
2023 წლის შუა რიცხვებიდან
ხელმძღვანელობს და
მსხვილი
კორპორაციებისთვის
მონაცემთა ინტეგრაციის
ინსტრუმენტებს ავითარებს.