“ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი არასოდეს არაფერი გამიკეთებია, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს” – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის შესახებ

Pnews 2 თვის წინ 40
“ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი არასოდეს არაფერი გამიკეთებია, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს” – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის შესახებ

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი 18 სექტემბერს მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.

როგორც ნანკა კალატოზიშვილი წერს, რცხვე­ნია რომ იყო წამყვანი იმ გადაცემის, სადაც წლების წინ კე­სა­რია ჰყავ­და სტუმ­რად და მას არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კი­თხვებს უს­ვამ­და.

სა­უ­ბა­რია გა­და­ცე­მაზე „სი­მარ­თლის დრო­“, რო­მე­ლიც ახ­ლაც გა­დის არხზე, ოღონდ სხვა სახელწოდებით.

„წლე­ბის წინ, კე­სა­რია იყო სტუმ­რად „სი­მარ­თლის დრო­ში“. ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და საზიზღარი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, საკუთარ პრინციპებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და ალ­ბათ ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე“ – წერს ნან­კა კალატოზიშვილი.

The post “ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი არასოდეს არაფერი გამიკეთებია, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს” – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის შესახებ appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია