ალექსანდრე ელისაშვილი
დაკავებულია. კოალიცია
"ძლიერი საქართველოს"
ერთ-ერთ ლიდერს
პროკურატურა ძალადობის
გამოყენებით ჩადენილ
დევნას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით,
პოლიტიკოსი კოსტავას
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ
აფთიაქთან თავს დაესხა
"ქართული ოცნების" წევრს,
ალი ბაბაევს. უწყების
ცნობით, მას სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა
პარტიული შეხედულების
გამო მიაყენა.პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილი აცხადებს,
რომ ალეკო ელისაშვილი
მოძალადეა."ელისაშვილი 70
წლის ადამიანს დაესხა თავს.
ეს ადამიანი არის მოძალადე,
ჩვენ ვნახეთ მძიმე კადრები.
ვინც ახლა საუბრობს, რომ
ელისაშვილი არის
უდანაშაულო, ის ძალადობის
წახალისებას ცდილობს.
დაველოდოთ გამოძიებას,
რომელიც დაადგენს
სიმართლეს. ამ შემთხვევაში,
საზოგადოებისთვის
მოძალადეა როგორც
ხაზარაძის მიერ
დასაქმებული ელისაშვილი,
ისე - მისი დამსაქმებელი
ხაზარაძეც", - აცხადებს
იონათამიშვილი.