ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
ანტიკორუფციული ბიუროს
გადაწყვეტილიყოს
ეხმაურება და მიიჩნევს, რომ
ადრე თუ გვიან „ენჯეობს“
მოუწევთ გამჭვირვალობის
პრინციპის დაცვა„ფაქტია,
რომ ეს ადამიანები არიან
რადიკალური ოპოზიციის
შემადგენელი ნაწილი.
ზოგიერთი მათგანი
შეიძლება მთლიანად
რადიკალური ოპოზიციის
ერთ-ერთი ხელმძღვანელიც
იყოს. ამ შემთხვევაში
ერთადერთი ვალდებულება
არის გამჭვირვალობის
პრინციპის დაცვა. როგორ
ეშინიათ მათ
გამჭვირვალობის და რატომ
ეშინიათ მათ
გამჭვირვალობის - ამ
კითხვაზე პასუხი უკვე
ჩვენმა საზოგადოებამ
გასცა, მაგრამ ადრე თუ
გვიან მათ მოუწევთ ამ
გამჭვირვალობის პრინციპის
დაცვა, მათი ნების
საწინააღმდეგოდ, რა თქმა
უნდა, და კიდევ უფრო მეტი
გახდება ცნობილი მათ
შესახებ“, - აცხადებს
იონათამიშვილი.ანტიკორუფციულმა
ბიურომ „საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო“ და „აირჩიე
ევროპა“ საარჩევნო მიზნის
მქონე სუბიექტებად
გამოაცხადა.