ამ ე.წ. ტექნიკურ მთავრობას
ერთადერთი მიზანი აქვს -
ხალხში დათესონ ნიჰილიზმი,
რომ ვითომ რაღაც ე.წ.
გარდამავალი პერიოდი
იქნება, - განაცხადა პარტია
„ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა
გურამ მაჭარაშვილმა.„ეს
გარდამავალი პერიოდი არის
ზუსტად ის, რაც აქვთ
ჩაფიქრებული უცხოეთში.
რევოლუციური და
რადიკალური სცენარები, რაც
რა თქმა უნდა არ გამოვა. ეს
სცენარი აქვთ დაწერილი
უცხოეთში და უთხრეს, რომ
ამას გააკეთებთ, არ
გააკეთებთ და ყურს
აგიწევთ“, - აღნიშნა გურამ
მაჭარაშვილმა.არჩევნებამდე
12 დღე დარჩა. სალომე
ზურაბიშვილი კი ტექნიკური
მთავრობის წევრებს არჩევს,
სქემა კი, მისივე თქმით,
უცხოელ პარტნიორებთან
შეთანხმებულია. ერთ-ერთი
ვერსიით, რადიკალური
ოპოზიცია არჩევნების
არაღიარებისთვის ემზადება
და ისინი ლეგიტიმურად
სწორედ ტექნიკურ
მთავრობას გამოაცხადებენ.
პარალელურად,
კანდიდატებზე
დაპირისპირებაა
ოპოზიციაში.