ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ენჯეოები, გარკვეული ჯგუფი, წახალისებული ენჯეოებისგან, არიან პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 64
ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ენჯეოები, გარკვეული ჯგუფი, წახალისებული ენჯეოებისგან, არიან პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული - შალვა პაპუაშვილი
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები დეტალურად მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისშია შესული სამოქალაქო სექტორი.მისი განცხადებით, „ენჯეოები“, ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს.„ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ, უცხოურ ჩარევაზე. შეგახსენებთ, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალები“, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო პარტიული აგიტაცია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა ის ენჯეო, რომელიც დანიის დაფინანსებით ატარებდა ამ ღონისძიებებს. ხმა არ ამოიღეს ამაზე ენჯეოებმა, ხმა არ ამოიღეს იმ განცხადებებზე, რომლებიც სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება და ჩუმად არიან აბსოლუტურად ყველაფერზე.ამით ჩანს კიდევაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე, აქ რეალურად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ის ენჯეოები, გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მათ შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მრავალპარტიული ორგანიზაცია, და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ოთხი-ხუთი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მან ასევე გაიმეორა წინა ბრიფინგებზე გასაჯაროებული ინფორმაცია, რომ დამკვირვებლად რეგისტრირებული „ენჯეოების“ 36 % პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.„მათში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არის დაკავშირებული ოპოზიციასთან - 36%. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე არის ერთ-ერთი პრობლემა.„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო რაღაც ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა საქართველოს მოქალაქეების. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად.როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია