ალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

Primetime.ge 5 საათი წინ 8
ალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს.„თავდაცვის ძალები არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო და ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების გარანტი. მინდა თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ჩვენს სამხედროებს, რომლებიც თავდადებითა და ღირსებით ემსახურებიან ქვეყანას, ჩვენს ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და წვლილი შეიტანეს მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.ასევე, მინდა მივულოცო ქვეყნის თავდაცვის სამსახურში ჩარიცხვა რეკრუტთა ახალ ნაკადს, რომლებმაც სწორედ დღეს დადეს საზეიმო ფიცი. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ღირსეული, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული, ძალიან მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე თავდაცვის ძალები და კიდევ უფრო ძლიერდება ძალისხმევა უზრუნველვყოთ თავდაცვის ძალების განმტკიცება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა“ , - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია