ალექსანდრე ტაბატაძე ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Primetime.ge 2 კვირის წინ 11
ალექსანდრე ტაბატაძე ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე მადრიდში ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს, ედურნე ურიარტეს შეხვდა.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის საკითხები.„კოლეგებმა ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობას.მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ამ სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებაზე“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია