„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ საბურთალოს
რაიონის დელეგატი აკაკი
ალადაშვილი, „ქართული
ოცნების“ შტაბის
ხელმძღვანელ გიზო
ვასაძესთან ერთად,
მოქალაქეებს „ბუკიას
ბაღში“ შეხვდა. შეხვედრა
გამართა ნუცუბიძის ქუჩა
N46-ში მაცხოვრებლებთანაც, -
ინფორმაციას „ქართული
ოცნება - დემოკრატიული
საქართველო“
ავრცელებს.პარტიის
ინფორმაციით, შეხვედრაზე
მოქალაქეები გაეცნენ
„ქართული ოცნების" ძირითად
ღირებულებებს და
სამომავლო გეგმებს. ასევე
ისაუბრეს ქვეყანაში
მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესებსა და
მნიშვნელოვან საკითხებზე.
დელეგატმა მოისმინა მათი
საჭიროებები და მომდევნო 4
წლის განმავლობაში მათ
მოგვარებას
დაჰპირდა.„ყოველდღიური
შეხვედრებისას
მოსახლეობის მტკიცე
მხარდაჭერას ვგრძნობ.
სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს
ერთად დამაჯერებლად
გავიმარჯვებთ,“- განაცხადა
აკაკი ალადაშვილმა.