საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე დავით
მათიკაშვილი, „დღის
ქრონიკასთან“ საუბრისას,
აშშ-ის საელჩოს მიერ
გამოქვეყნებულ მორიგ
განცხადებას ეხმიანება,
სადაც აღნიშნულია:
„იზოლაციაში ქვეყნები ვერ
ვითარდება. საქართველოს
დასავლეთისგან იზოლაცია
მისი ხალხის ინტერესებს
ეწინააღმდეგება.“მისი
თქმით, ეს არის კონკრეტული
ქვეყნის საელჩოს მხრიდან
პირდაპირი ჩარევა
წინასაარჩევნო
პროცესებში, რომელიც
ემსახურება
რადიკალებისთვის მაშველი
რგოლის გადმოგდებას.„ეს
თემა არის რადიკალური,
წყალწაღებული
ოპოზიციისთვის, რომელსაც
არ გააჩნია სათანადო
რეიტინგი და მხარდაჭერა
საზოგადოებაში. აი, ამ
ოპოზიციისთვის მაშველი
რგოლი, იმ რგოლთა კიდევ
ერთი ნაირსახეობა,
რომელსაც ჩვენ ვხედავთ
ქვეყნის ფარგლებს გარედან
სხვადასხვა რესურსით. და
ახლა უკვე ქვეყნის შიგნით,
კონკრეტული ქვეყნის
საელჩო წინასაარჩევნოდ,
როდესაც უკვე სხვა
განმარტებას ვერც
მოუძებნი და ვერც
მოიფიქრებ, აი ასე ჩართვა
წინასაარჩევნო პროცესებში
და ასე გამოხატვა
კონკრეტული სახით
საკუთარი აზრის, რომელიც
შემოქმედებითობის მაღალი
ხარისხით მართალია არ
გამოირჩევა, მაგრამ
ავტორის პოზიციას,
პოლიტიკურ გემოვნებას
ხაზს უსვამს.აი ამ ფორმით,
ასე გამოხატვას რა
შეიძლება დავარქვათ თუ არა
წინასაარჩევნოდ იმ
ნაბიჯების და იმ ქმედების
განხორციელება კონკრეტული
საელჩოს მხრიდან, რომელსაც
ვერაფრით დავარქმევთ
სასურველს“, - განაცხადა
დავით მათიკაშვილმა.