პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილის განცხადებით
ვიზალიბერალიზაციის
საკითხს შანტაჟის მიზნით
იყენებენ, რადგან ქართველ
ამომრჩეველზე ზეგავლენა
მოახდინონ - მაკა
ბოჭორიშვილმა ეს
განცხადება "მაკკეინის
ინსტიტუტის" მიერ
გამოქვეყნებულ ანგარიშთან
დაკავშირებით გააკეთა,
სადაც აღნიშნულია, რომ
ქართული არასამთავრობო
ორგანიზაციების ნაწილი
ევროკავშირისგან უვიზო
რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.
ანგარიშის მიხედვით,
რამდენიმე ორგანიზაცია
ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი
"ქართული ოცნების"
მთავრობის ქმედებების
შედეგების საჩვენებლად,
აუცილებელია.ბოჭორიშვილის
განცხადებით, აღნიშნული
არასამთავრობო
ორგანიზაციები აზიანებენ
როგორც ქვეყნის, ასევე
მოქალაქეების
ინტერესებს."კიდევ ერთი
ლუსტრაციაა თუ როგორ
მუშაობენ იმისათვის, რომ
მაქსიმალურად დააზიანონ
ქვეყნის ინტერესები. აღარ
ერიდებიან ისეთი საკითხის
წინააღმდეგ ნაბიჯების
გადადგმას, რაც
საქართველოს თითოეული
მოქალაქისთვის
მნიშვნელოვანია.
აზიანებენ ქვეყნის,
საქართველოს მოქალაქეების
ინტერესებს და ყველაფერს
აკეთებენ იმისათვის, რომ
გარკვეული შანტაჟი
განხორციელდეს
საქართველოს
მოქალაქეებზე",- განაცხადა
მაკა ბოჭორიშვილმა.