აზერბაიჯანის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ალი
ასადოვი საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძეს პარტია
„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ გამარჯვებას
ულოცავს.ალი ასადოვის
თქმით, ამ გამარჯვებამ
კიდევ ერთხელ დაადასტურა
მეგობარი ქართველი ხალხის
მიერ ქვეყნის წამყვანი
პოლიტიკური ძალის
„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ მიერ
განხორციელებული
პოლიტიკური კურსის
მხარდაჭერა.„გულითადად
გილოცავთ თქვენს
ქვეყანაში გამართულ
საპარლამენტო არჩევნებში
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“
გამარჯვებას.ამ
გამარჯვებამ კიდევ ერთხელ
დაადასტურა მეგობარი
ქართველი ხალხის მიერ
ქვეყნის წამყვანი
პოლიტიკური ძალის
„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ მიერ
განხორციელებული
პოლიტიკური კურსის
მხარდაჭერა.მჯერა, რომ
არჩევნების შედეგები
მოემსახურება ქვეყნის
წინსვლასა და შემდგომ
განვითარებას,
ამავდროულად ხელს
შეუწყობს აზერბაიჯანი-
საქართველოს
ყოვლისმომცველ
სტრატეგიული პარტნიორული
ურთიერთობების
განვითარებას, რომელიც
დაფუძნებულია
მრავალსაუკუნოვანი
მეგობრობისა და
კეთილმეზობლური
ურთიერთობების
ტრადიციებზე.ვსარგებლობ
შემთხვევით, გისურვებთ
ჯანმრთელობას,
წარმატებებს თქვენს
საქმიანობაში, მოძმე
ქართველ ხალხს კი ვუსურვებ
მარადიულ მშვიდობასა და
კეთილდღეობას”, - აღნიშნავს
ალი ასადოვი.ინფორმაციას
მთავრობის ადმინისტრაციის
პრესსამსახური ავრცელებს.