ავსტრიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა

News.ge 1 დღე წინ 13
ავსტრიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის განცხადებით, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა.
„ბატონ კიკლს აქვს რწმენა, რომ სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეძლებს სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებების პოვნას. მას სურს ამ პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ, მე მას დავავალე ავსტრიის სახალხო პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყება ფედერალური მთავრობის ფორმირების მიზნით. ჰერბერტ კიკლი რეგულარულად მომახსენებს ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. მე ეს ნაბიჯი ადვილად არ გადამიდგამს. განვაგრძობ იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი კონსტიტუციის პრინციპები და წესები სწორად იყოს დაცული და შესრულებული“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას.
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე სამ პარტიას შორის სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის გარეშე კოალიციის ჩამოყალიბება იყო.
ავსტრიის პრეზიდენტსა და „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის შეხვედრის პარალელურად, საპრეზიდენტო სასახლის გარეთ საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ფაშისტური სახელმწიფოს დაბრუნებას“ ეწინააღმდეგებიან.
ცნობისთვის, კიკლი და მისი პარტია ეწინააღმდეგებიან ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ში შეჭრის გამო და აცხადებენ, რომ ეს ავსტრიის ნეიტრალიტეტს არღვევს.
1tv.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია